ნიკა მელიას დაკავება - საერთაშორისო გამოხმაურება

ნიკა მელიას დაკავებას  საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. „ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა“-  წერია ამერიკის საელჩოს განცხადებაში:  ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.

შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირიც. ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება კარლ ჰარცელი : „ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს. საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას“, – აცხადებს ევროკავშირის ელჩი.

ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაკავების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ჯეიმს აპატურაი. კავკასიის საკითხებში ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი წერს: „ნატო ელოდება, რომ საქართველო, როგორც ახლო პარტნიორი და ასპირანტი, შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებასა და შენარჩუნებაზე აქტიურად იმუშავა. ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებას დიალოგის გზით და პოლარიზებული რიტორიკისა და ქმედებების თავიდან აცილებას, რაც საქართველოში დღეს მოხდა, ძალიან შემაშფოთებელია, – აცხადებს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი.

ანდერს ფოგ რასმუსენი „ტვიტერში“ წერს: მიმდინარე მოვლენები, პირველ რიგში, ქართველი ხალხს აზარალებს. მე თავშეკავებულობისკენ და უკან არ დახევისკენ მოვუწოდებ საქართველოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას იცავს“, – წერს რასმუსენი.

ევროპარლამენტარი ურმას პაეტი კი – პოლიტიკური პოლარიზაციისა და უთანხმოების დასაძლევად საფუძვლიანი დიალოგის საჭიროებაზე მიუთითებს. ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას უარი თქვას დრამატულ მოქმედებებზე.

მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში. „დილით „ნაციონალური მოძრაობის“ სათაო ოფისის სცენებით შოკირებული ვარ. თბილისში ძალადობა და ქაოსი არის ბოლო რამ, რაც საქართველოს ახლა სჭირდება. მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და უახლოეს დღეებში“ – წერს, ბრიტანელი დიპლომატი სოციალურ ქსელ, „თვითერში.“

საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ედგარს რინკევიჩისი ტვიტერში წერს: „ვაკვირდები თბილისში განვითარებულ მოვლენებს, მე მოვუწოდებ მთავრობასა და ოპოზიციას, გამოიჩინონ თავშეკავება, ჩაერთონ პოლიტიკურ დიალოგში, რათა მოგვარდეს არსებული კრიზისი“.

ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება ლიეტუვის ელჩი. „დღის სამწუხარო დასაწყისი, თბილისში, ოპოზიციური პარტიის ოფისში განვითარებული მოვლენების ნახვაა. ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ საქართველოს მომავლისთვის. ძალადობამ და ესკალაციამ არ შეიძლება, გამოიწვიოს დადებითი შედეგები“, –დიპლომატი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

მოამბე