ნიკა მელიას დაკავება – მოვლენების ქრონოლოგია

11:50, 23.02.2021

სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დილის რვის ნახევრისთვის გამოჩნდნენ. თავდაპირველად ნიკა მელიას ჩაბარებისკენ მოუწოდეს. ადგილზე შეკრებილ მხარდამჭერებს კი მიმართეს, დამორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას. მელიას ჩაბარებისთვის ნახევარი საათი მიეცა, დროის ამოწურვის შემდეგ კი, აიყვანეს. მათ ჯერ შენობაში მყოფი მოქალაქეების ნაწილი გამოიყვანეს, რის შემდეგაც შევიდნენ იმ ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა. „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს. თუმცა, სამართალდამცავებმა მელია ავტომობილში მოათავსეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს. დაკავებამდე მელია აცხადებდა, რომ არის მხნედ და ბრძოლას აგრძელებს.

#მოამბე სპეციალური გამოშვება

 

მსგავსი