ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და ახალ პარტიას აფუძნებს. მუშაობა ამ მიმართულებით უკვე დაიწყო. მისი განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკურ სტანდარტად აქცია არაფორმალური მმართველობა და განსხვავებული აზრის დევნა, რის გამოც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე „ნაციონალური მოძრაობა“ კასპის, ხობის, ბათუმის, ზუგდიდისა და ჭიათურის რაიონული ორგანიზაციების წევრებმა დატოვეს.

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში პარტიიდან 70-მდე წევრი წავიდა, რაც მათივე განმარტებით, მოქმედი მენეჯმენტის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების შედეგია. მოქმედი მენეჯმენტი კი ნიკა მელიას წასვლას იწონებს და ამბობს, რომ ამით პარტიაში დაძაბულობა დასრულდება.

ნიკა მელიას გადაწყვეტილება – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში