ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ

შიდა პარტიული კონსულტაციების პარალელურად, ნიკა მელია სამართლებრივ დავას განაგრძობს, – ამჯერად ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

20 ივნისის მოვლენების დროს ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ოპოზიციონერი ლიდერი ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის აზრით, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებით და დაპატიმრებით ევროპული კონვენციის ორი მუხლი დაირღვა. როგორც ირკვევა, სარჩელზე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უკვე მიმართა. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ რეზონანსულ საქმეში არსებული მტკიცებულებების გაგზავნის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმესთან პოლიტიკის შემხებლობას ვერ დაადგენს. საპირისპიროა მელიას გუნდის მოლოდინი.

დატოვე კომენტარი