ნიკა მელია საქალაქო სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა

ნიკა მელია საქალაქო სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა. ის დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმაც დაადასტურა. სხდომის შემდეგ, რომელზეც მოსამართლემ მელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მოსამართლე ლაშა თავართქილაძეს უთხრა, რომ მისი გადაწყვეტილება არაკანონიერი იყო. ნიკა მელიამ განმარტა, რომ მისი დაკავების ოქმი არაკანონიერად შედგა. საუბარი ეხება 11 ივნისს ზაზა სარალიძის მიერ გამართულ აქციას, რა დროსაც მელია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს. სხდომაზე მეორე მხარედ წარმოდგენილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი. დაიკითხა სამი მოწმე, რომლებიც 11 ივნისს გამართულ აქციაზე მელიას დაკავებაში იღებდნენ მონაწილეობას. მოწმეებმა განმარტეს, რომ ნიკა მელიამ დაარღვია წესრიგი და გზის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა, რითიც მოძრაობა შეფერხდა.