ნიკა მელია საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გადაწყვეტილებას აფასებს

ნიკა მელიამ საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გადაწყვეტილება შეაფასა.

შეგახსენებთ, პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა თანხმობა განაცხადეს, რომ გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.

გადაწყვეტილებას საპროცედურო კომიტეტის ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი, ერთი წინააღმდეგი წავიდა, ხოლო იურიდიული კომიტეტიდან მომხრე იყო ცხრა, წინააღმდეგი – სამი.

საპროცედურო საკითხთა და წესებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პარლამენტის თანხმობაზე მსჯელობა დილის ცხრა საათიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.