ნიკა მელია სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს

ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატი ისევ პოლიტიკური დავის თემა ხდება.

პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურა დაიწყო. პირველი ეტაპი გავლილია: საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გაიმართება. 20 ივნისის საქმის გამო ოპოზიციონერ ლიდერს დეპუტატის მანდატი ერთხელ უკვე ჩამოართვეს. ამჯერად კი შესაბამისი პროცედურის წარმართვის მიზეზი თავად მელიას მიმართვაა, რომელიც 3 აგვისტოთი თარიღდება. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერობის კანდიდატი დეპუტატობაზე უარს საკუთარი ინიციატივით ამბობს, მისი თანაგუნდელები საკითხს მაინც პოლიტიკური დევნის ჭრილში განიხილავენ.