ნიკა მელია მხარდამჭერებს ხვდება

ნიკა მელია მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავს. დისკუსიის მთავარი თემა სამომავლო პოლიტიკური გეგმებია. სავარაუდოდ ამ და მსგავსი შეხვედრების შემდეგ უნდა გადაწყდეს, დატოვებს თუ არა ყოფილი თავმჯდომარე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. დღევანდელ შეხვედრას ძირითადად თბილისის პარტიული აქტივი ესწრება და მსგავსი შეკრებების გამართვა რეგიონებშიც იგეგმება.

როგორც ლიდერები ამბობენ, ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, თავის პოზიცია დააფიქსიროს, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, უნდა გამოეყოს თუ არა მელიას ფლანგი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

შეკრებას არ ესწრება პარტიის მენეჯმენტი. მელიას გუნდის გარდა, სასტუმრო „ბილტმორში“ მივიდნენ სოფო ჯაფარიძე და ხატია დეკანოიძე.