ნიკა მელია აშშ-ში გაემგზავრა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის წარმომადგენლები, თინა ბოკუჩავა და ნონა მამულაშვილი შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ. ათდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ოპოზიციური პარტიის წევრები კონგრესში, სენატში, უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს გეგმავენ.

განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იქნება. ამასთან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, საუბარი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებსაც შეეხება, რომელიც ერთგვარი რეფერენდუმიც იქნება და საზოგადოების განწყობებს გამოავლენს.