ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ნიკა კაციას საქმის განხილვა გადაიდო. პროცესზე დაცვის მხარემ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის საქმეში დართვის შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატის განცხადებით, ექსპერტიზით დგინდება, რომ ნივთმტკიცების სახით ამოღებულ მასალაზე კაციას თითის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა. პროცესის დაწყებიდან მალევე, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სხდომა გადაიდო. შეგახსენებთ, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.