განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში ბრალდებულ, ჟურნალისტ ნიკა კაციას პროცესზე დღეს დაცვის მხარის ორი მოწმე დაიკითხება. როგორც ნიკა კაციას ადვოკატმა განაცხადა, სამხარაულის ექსპერტი დაადასტურებს, რომ პაკეტზე, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერება იყო, კაციას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. მეორე მოწმე კი კაციას მეგობარია და ადვოკატის თქმით, ისაუბრებს, რომ კაცია აქციაზე მიდიოდა. ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით კი, პაკეტზე, სადაც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა, კაციას დნმ-ი იყო. აღნიშნულ ექსპერტიზას არ ენდობა დაცვის მხარე და განმარტავს, რომ კაციას ნერწყვის ნიმუში ბრალდებამ პაკეტზე გადაიტანა და გააყალბა. მუხლი რომლითაც კაციას ედავებიან 8-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.