ნიკა კაციას სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში დატოვა. ბრალდების მხარე კაციას მიმართ კვლავ საპატიმრო ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა. როგორც საქმის პროკურორი განმარტავდა, აღკვეთის შეცვლის ახალი გარემოება არ გამოკვეთილა. დაცვის მხარე შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან არც მიმალვისა და არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ არსებობს. დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს თავად ბრალდებულმაც მიმართა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.