ნიკა კაციას სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ნიკა კაციას სასამართლო სხდომა გაიმართა. მოუსმინეს ბრალდების მხარის ორი მოწმეს. დაკითხა გამომძიებელი და ექსპერტი, რომლებმაც კაციასთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებებში მიიღეს მონაწილეობა. ნიკა კაციას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.