თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა ბრალდების მხარის მოწმე – პოლიციელი, რომელიც ნიკა კაციას დაკავებაში მონაწილეობდა. მოწმე პოლიციელის დაკითხვის დასრულებას ხმაური მოჰყვა. სასამართლოს შენობაში შეკრებილმა მხარდამჭერებმა მოწმეს ყვირილისა და შეძახილების ფონზე დაატოვებინეს შენობა. ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.