ნიკა კაციას საქმე
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას საქმეზე საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომა დასრულდა. მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს და დააფიქსირეს პოზიციები. 21 თებერვალს ჩაინიშნა შემდეგი პროცესი, სადაც უკვე მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. შეგახსენებთ, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.