ნიკა კაცია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი ნიკა კაცია. ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. მან განაჩენის გამოცხადებისას მოიშველია საკონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების სტანდარტს. სხდომაზე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია. ნიკა კაცია დიდი ოდებით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით იყო დაკავებული. გათავისუფლების შემდეგ მან მედიასთან საუბრისას მოითხოვა პირველ არხს მისი კომენტარი არ ჩაეწერა, მიზეზად კი არხის მხრიდან მისი პროცესების არასათანადო გაშუქება დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ბრალდებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას პროცესებს საზოგადოებრივ მაუწყებელი მისი დაკავების დღიდან ჩანიშნული სხდომების შესაბამისად აშუქებდა.