ნიკა გვარამიას საქმე

რეზონანსული საქმის განხილვა სააპელციო სასამართლოში ინაცვლებს.

ზედა ინსტანციამ უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ნიკა გვარამიას მიმართ 16 მაისს გამოტანილი განაჩენი ძალაში. დღევანდელი პროცესი ბრალდებულმა საკუთარი უდანაშაულობის მტკიცებას და მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მწვავე კრიტიკას დაუთმო. ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელმა მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების ავტორი მოსამართლე ზემდგომ ინსტანციაზე გავლენის მოხდენაში დაანაშაულა. იგულისხმება ჩხიკვაძის მხრიდან რამდენიმე დღის წინ გაკეთებული ცნობილი განცხადებები. შემდეგი სასამართლო სხდომა ორთვენახევრის შემდეგ გაიმართება, რასაც პროტესტი მოჰყვა. პროცესის ასე ხანგრძლივად გადავედების მიზეზად მოსამართლეთა საშვებულებო პერიოდის დაწყება და უკვე ჩანიშნული სხდომები დასახელდა, რასაც ბრალდებულის ადვოკატები საპროცესო ნორმების დარღვევად მიიჩნევენ.