პოლიტიკური შეფასებების თემაა ნიკა გვარამიას მოსაზრება, რომ ალიანსში „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ უნდა მიიღონ. ამის შესახებ, მან ერთ-ერთ სოციალურ პლატფორმაზე პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა და აღნიშნა, რომ წარსული მხოლოდ მაშინ უნდა განიხილონ, როცა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან წავა. მისივე თქმით, უმძიმესი შეცდომა იყო 2025 და კიდევ უფრო მძიმე – გახარიას პარლამენტში დაბრუნება. წამყვანის კითხვაზე, შეიძლება თუ არა „ყველანი ერთად“ საერთო საარჩევნო სიას ნიშნავდეს, გვარამიამ დადებითად უპასუხა და აღნიშნა: „თუ ეს ყველაფერი იქნება ასე, იქნება საერთო სია“.