ნიკა გვარამიას განცხადება – შეფასებები

12:21, 16.10.2026

პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებთ ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადება. „ევროკავშირის ელჩის ადგილზე, დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი, – უდიდესი შეცდომა იყო იანვრამდე ამათი სანქციების გადაწევა“, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ დათმობა სისუსტე ჰგონია, შესაბამისად, შეცდომა იყო ევროკავშირის მხრიდან მმართველი გუნდისთვის სანქციების დაწესებისა და მათ წინააღმდეგ „მკვახე გადაწყვეტილებების“ იანვრამდე გადაწევა. გვარამიას განცხადებით, პაველ ჰერჩინსკის ადგილზე ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, აღნიშნულ საკითხს მიხედავდა.

მსგავსი