ნიკა გვარამიას განცხადება – გამოხმაურებები

15:15, 10.07.2026

ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ვინც ერთიანობაზე უარს ამბობს, ოპოზიციის სტრატეგიას საბოტაჟს უწყობს. მის განცხადებაში ვკითხულობთ: ყველა უნდა დაფიქრდეს, რისთვის იბრძვის, თვითდამკვიდრებისთვის, ოპონენტების დასუსტებისთვის 2028 წლის არჩევნების წინ, ციხიდან გამოსასვლელად ან იქ არშესასვლელად, თუ იბრძვის ქვეყნისთვის. ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ალტერნატივა. ის, ვინც ერთიანობაზე უარს ამბობს და კიდევ უფრო მეტად ის, ვინც პირდაპირ, ღიად თუ ფარულად ებრძვის ნებისმიერ ერთიანობას, პირდაპირ თუ ირიბად ცდილობს, დაანგრიოს ნებისმიერი გაერთიანება, საბოტაჟს უწყობს სამივე მიმართულებას. გვარამიას ამ განცხადებას გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში.

მსგავსი