ნიკა გვარამიას განცხადება – გამოხმაურება

15:10, 18.08.2026

პოლიტიკური შეფასებები არ წყდება ნიკა გვარამიას განცხადებაზე. ბოლო პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და აფხაზეთის ომთან დაკავშირებული კომენტარები კრიტიკისა და ურთიერთბრალდებების თემაა. ოპონენტები ერთმანეთს ისტორიული გადაწყვეტილებების შედეგებს ახსენებენ და ქვეყნის დაზიანებაში ადანაშაულებენ. საუბარია იმ განცხადებაზე, სადაც გვარამია აფხაზეთთან დაკავშირებით, სომხეთის მაგალითზე და ყარაბაღის შემთხვევაზე საუბრობს. მისი თქმით, ნიკოლ ფაშინიანით აღფრთოვანებულია, ვინაიდან, მან თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების დასათბობად, ყარაბაღი ჩააბარა.

მისივე თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უმოკლეს დროში შეძლო ისტორიული ტრავმების დამარცხება, რაც სომხეთს მეტ ფულს და ევროკავშირისკენ სვლის პერსპექტივას მოუტანს. ნიკა გვარამიას თქმით, ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული მეხსიერება, მაგრამ ტრავმული მეხსიერება საფრთხის შემცველია. „ფაშინიანით სინამდვილეში მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ მან შეძლო ტრავმების დამარცხება, რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, გასაგებია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სომხეთმა თქვა, რომ მომაშორეთ, წაიღეთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში. ბოლო დღეებში აფხაზეთთან დაკავშირებით ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს მმართველი გუნდი გარედან მართულ პროცესად აფასებს.

მსგავსი