ნიკა გვარამიას განცხადება
ნიკა გვარამიას, რომელსაც დღევანდელ პროცესზე პოლიტიკური განცხადებების, ნაცვლად სამართლებრივი არგუმენტების წარმოდგენისკენ არაერთხელ მოუწოდეს, მმართველი გუნდი უმადურობასა და უტიფრობაში ადანაშაულებს. რეზონანსული აღმოჩნდა ახლის ლიდერის გამოსვლის ის ნაწილი, სადაც გვარამიამ ბიძინა ივანიშვილს გადასახადებისგან თავის არიდებაში დასდო ბრალი. ექს-მაღალჩინოსნმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობის„ ხელისუფლებას ემიჯნება, იყო გადაწყვეტილება – ივანიშვილი საბიუჯეტო გადასახადებისგან გაეთავისუფლებინათ.
„ახლის“ ლიდერს გამოსვლა მოპასუხე მხარემ დარბაზშივე შეაწყვეტინა. განცხადების ავტორი მწვავე კრიტიკის ადრესატი გახდა. მმართველი გუნდიდან გვარამიას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის მასშტაბური და ისტორიული საქველმოქმედო საქმიანობა შეახსენეს. მათ შორის ყოფილი ხელისუფლების პირობებში ქველმოქმედებისთვის გაღებული მილიონები და შედეგად განხორციელებული არაერთი პროექტი, რომლებზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები წარსულში სიამაყით საუბრობდნენ და ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ დამსახურებაზეც საკმაოდ ხშირად მიუთითებდნენ.