მზია ამაღლობელი, უკვე 16 დღეა, შიმშილობს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ წუთში არაფერი ვიცით, ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება შიმშილობის საერთაშორისო პროტოკოლს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საჭიროა კონსილიუმის ფორმირება, რომელიც ყოველდღე საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.