„რუსთავი ორის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში ევროსასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე განცხადება გაავრცელა.
ნიკა გვარამია წერს, რომ ევროსასამართლოს სექციამ გადაწყვეტილება არსებითი შესწავლის გარეშე მიიღო. შემდეგ, სავარაუდოდ, ქართველმა უსამართლო დასაბუთება დაწერა.
ნიკა გვარამიას თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სასამართლოს არც კი წაუკითხავს მოსარჩელეების პოზიცია.
„ფაქტია, პასუხი გვჭირდება. არასაჭირო და ზიანის მომტანი სივრცე კონსპირაციებისთვის ისევ სასამართლომ უნდა ამოავსოს“, – წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქში“.