ნიკა გვარამიას გამოკითხვა

საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ორი საათის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, სამართალდამცველებს მან თავდასხმასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. გვარამია მასზე თავდასხმის ორგანიზატორად პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის ასახელებს და მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას, ასევე მანდატის შეჩერებას  მოითხოვს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ბრალდებებს უარყოფს და სიცრუეს უწოდებს.

30 ინვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან, ნიკა გვარამიას ერთ-ერთი მოქალაქე ფიზიკურად გაუსწორდა.

დატოვე კომენტარი