ნიკა გვარამიას დაკავება - ოპოზიციის გეგმები

ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ ოპოზიცია საერთო სამოქმედო სტრატეგიის შემუშავებას ცდილობს, თუმცა პოზიციები იყოფა, რის გამოც ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებლის გათავისუფლების ერთიან გეგმაზე შეთანხმება ვერ ხერხდება. ისევ ანონსდება პროტესტის ახალი ტალღა, თუმცა მთავარი სადაო საკითხი ხდება პარლამენტის კიდევ ერთხელ ბოიკოტირების თემა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ნაწილი გამოსავალს სწორედ მთელი საპარლამენტო ოპოზიციის მანდატების დატოვებაში ხედავს, რასაც მოწინააღმდეგეები გუნდის შიგნითაც ჰყავს. საკმაოდ მწვავეა ამ გეგმაზე დანარჩენი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის რეაქცია, გიორგი ვაშაძემ შეფასებისას დღეს სიტყვა „იდიოტიზმიც“ კი გამოიყენა. ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებენ არასაპარლამენტო პარტიებიდანაც. მათ შორისაა შალვა ნათელაშვილი, რომელიც ვადამდელი არჩევნების დასანიშნად პარლამენტს გარეთ საკონსულტაციო პარლამენტის შექმნის ინიციატივით გამოდის.

 

დატოვე კომენტარი