ნიკა გვარამიას ბრალი წარედგინა

ნიკა გვარამიას მოწმის სტატუსი ბრალდებულით შეეცვალა.

ტელე-კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ბრალი ცოტა ხნის წინ წაუყენეს. ჯერ უცნობია, რა შუამდგომლობით მიმართავს პროკურატურა სასამართლოს.

საგამოძიებო უწყება გვარამიას ტელევიზიის საწინააღმდეგო ინტერესებით მოქმედებას და მისთვის ფინანსური ზარალის მიყენებას ედავება. საუბარია 7 მილიონამდე ლარზე, რომელიც, პროკურატურის ვერსიით, ტელე-კომპანიამ გენერალური დირექტორის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო ვერ მიიღო. საქმეში ფიგურირებს ტელე-კომპანიის კონტრაქტორი კომპანია „ინტერმედია პლიუსი“, რომლის მფლობელები, გამოძიების ინფორმაციით, გვარამიას მეგობრები არიან. დავის საგანია 2015 წელს კონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც „ინტერმედია პლიუსმა“ „რუსთავი 2“-ის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მიიღო. გამოძიება იკვლევს ნასყიდობის ხელშეკრულებასაც, რომლითაც გვარამიას „ინტერმედია პლიუსისგან“ ორი ბინა გადაეცა. თუმცა, მითითებულ დოკუმენტს სასესხო ხელშეკრულებად აცხადებს თავად ნიკა გვარამია და მისთვის წაყენებულ ბრალდებას პიარ-კამპანიად მიიჩნევს.

ნოდარ ჩაჩუა განაგრძობს საუბარს.