„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გვარამია პარტია „დროას“ ოფისთან დააკავეს. ნიკა გვარამიას პროცესზე სიტყვით ისარგებლა და განცხადება გააკეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე იმართება ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული 5 მოქალაქის პროცესიც. ასევ სასამართლო ჯგუფურ ძალადობაში და ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული 8 პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზეც. როგორც ადვოკატებმა განაცხადეს დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ , ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატების თქმით , გარკვეული ვიდეოჩანაწერები რომელიც გავრცელდა არ არის ავთენტური , დამონტაჟებულია და უტყუარ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, რაც შეეხება ბინებიდან და ოფისებიდან ამოღებულ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და სხვა ნივთებს ადვოკატების თქმით , მათი დაცვის ქვეშ მყოფებს ეს ნივთები არ ჰქონიათ. – თბილისის საქალაქო სასამართლოში ხატია ჯამალაშვილი მუშაობს. დეტალებით ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება.