მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა ნიკა გვარამიამ. მას ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ. გვარამიამ პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა. მისი განმარტებით ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ქვეყანაში სალომე ზურაბიშვილია. გათავისუფლებული გვარამია ამბობს, რომ დღეს საღამოს სახალხო პროტესტის აქციას შეუერთდება. ნიკა გვარამია პოლიცია პარტია „დროას“ ოფისთან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და რვა დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მისი ადვოკატები დაკავების დროს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ.