„რუსთავი ორის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ აქცია „რუსთავი ორთან“ ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა. მისი თქმით, „რუსთავი ორის“ ჟურნალისტებს და ოპერატორებს ადგილზე მუშაობის დროს საფრთხე ექმნებოდათ, რის გამოც მან დროებით არხის მაუწყებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მისივე განცხადებით, „რუსთავი ორთან“ მიმდინარე აქცია ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული.