ნიკა გვარამია ომბუდსმენს შეხვდა

ნიკა გვარამია სახალხო დამცველს შეხვდა.

„რუსთავი ორის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ომბუდსმენთან მის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეზე ისაუბრა და პროცესის დეტალები განიხილა.

ნინო ლომჯარიამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ არსებობს შეკითხვები, რომლებსაც შესაბამისმა უწყებებმა პასუხები უნდა გასცენ.