ნიკა გვარამიას საქმე

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ასევე, მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი გაიმარა.

სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ზურაბ იაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია ქიბარ ხალვაშის, ნინო ნიჟარაძისა და კობა ბექაურის დაკითხვას შუამდგომლობდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. არ დაკმაყოფილდა ასევე ბრალდებულებისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შუამდგომლობა. ადვოკატებმა მოსამართლის აცილებაც მოითხოვეს.

საქმის არსებითი განხილვა 3 იანვარს გაგრძელდება.