ნიჭიერთა ათწლედის კონცერტი 

კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენას ხვალ სამუსიკო სკოლის წარმატებული მოსწავლეები დაიკავებენ. ნიჭიერთა ათწლედის საანგარიშო კონცერტში სიმფონიური ორკესტრიც მიიღებს მონაწილეობას.

ჯამში ცხრა ახალგაზრდა წარმატებული მუსიკოსი, ცნობილი კომპოზიტორების სპეციალურად მართვის შერჩეულ ნაწარმოებებს შეასრულებს. ნიჭიერთა ათწლედის კონცერტი კონსერვატორიაში 18:00 საათზე დაიწყება.