ნიჩბოსნობის სკოლის შენობის ბედი

როდის დაიწყებს ფუნქციონირებას ქუთაისში მდებარე ახლადრეაბილიტებული ნიჩბოსნობის სპორტული სკოლა – ეს ამ დრომდე გაურკვეველია. სკოლას რეაბილიტაცია ევროკავშირის ფინანსური დახმარებით უკვე ჩაუტარდა, თუმცა სამუშაოების შესრულებისას ხარვეზები დადგინდა, რის გამოც, მერიამ დავა სამუშაოთა მწარმოებელ კომპანიასთან დაიწყო. დავის მიუხედავად, სკოლა აღსაზრდელებთან მუშაობას აგრძელებს და სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებზეც გზავნის.

ირმა ჭოლაძისა და დავით ლორთქიფანიძის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები