ნიადაგის მსოფლიო დღე 

საქართველო ნიადაგის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა. „ჯანსაღი ნიადაგი – ჯანსაღი ქალაქებისთვის“ – ასეთია 2025 წლის გზავნილი. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ნიადაგმცოდნეობის განვითარებას და ახალგაზრდა სპეციალისტების მოტივაციის გაზრდას ემსახურებოდა.

აგრარულ და სამეცნიერო სფეროში მოღვაწე მკვლევრებს სიგელები გადაეცათ. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ ფოტოკონკურსის „ნიადაგი ურბანულ ქალაქებში“ გამარჯვებულები.