ნგრევა „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე
გამოშვებას ვიწყებთ თბილისში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევით. სადგურის მოედანზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ფასადის ნაწილის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი. არიან დაშავებულები. რამდენიმე ადამიანი ამ დრომდე ნანგრევების ქვეშ რჩება. კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის სამსახურის ბრიგადები და საპოლიციო ძალები არიან მობილიზებულები. მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა და საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. გავრცელებული ცნობით, კორპუსი, სადაც ნგრევა მოხდა, ავარიულ მდგომარეობაში იყო.