NGO-ების განცხადება

საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად ჩაითვლებიან არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების შრომით უფლებებს უხეშად არღვევს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, პროცესის მიზანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების თანამდებობებიდან გათავისუფლება და უკონკურსოდ, ახალი კადრებით დაკომპლექტებაა. საია მზად არის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოში დაიცვას.

უარყოფითად აფასებს ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებას IDFI-ი, რომელიც მიიჩნევს, რომ ის საფრთხის წინაშე აყენებს საჯარო მმართველობის რეფორმას და ავტორებს მისი უკან გაწვევისკენ მოუწოდებს.

საკანონმდებლო ინიციატივას კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე მორიგი დარტყმაა