NGO-ების ერთობლივი განცხადება

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წევრები სასამართლო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს ტოვებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. გადაწყვეტილებას ისინი რამდენიმე არგუმენტით ხსნიან. ერთ-ერთ მიზეზად კოალიციის სახელით მხოლოდ ერთი წარმომადგენელის ყოფნას ასახელებენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, კოალიციის წევრები სამუშაო ჯგუფს უგზავნიან მათ წინადადებებს თუ როგორ უნდა მოხდეს უზენაეს სასამართლოში წარსადგენი კანდიდატის შერჩევა.

ასევე, არასამთავრობოები კვლავ დღის წესრიგში აყენებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების გათავისუფლების საკითხს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს 24 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში წარსადგენ ათკაციან სიას.