„ნეტფლიქსი“ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის მოგვარებაზე დათანხმდა

მედიამაგნატ „ნეტფლიქსთან“ მორიგებით, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი და მისი იურისტები კმაყოფილი არიან. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. როგორც კომპანია „ბიელბის“ მმართველმა პარტნიორმა, კახა შარაბიძემ განაცხადა, მათთვის მორიგების პირობები მისაღები იყო. მისი განმარტებით, მორიგება აშშ-ში მიმდინარე სასამართლო პროცესზე მოსამართლემ შესთავაზა და საქმეში ცნობილი ამერიკელი მედიატორი, ბობ კაიზერი ჩართო. დღეს გახდა ცნობილი, რომ „ნეტფლიქსი“ დათანხმდა ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის მორიგებას. მისი მტკიცებით, ფილმ „ლაზიერის გამბიტში“ ცილი დასწამეს, რომ მას კაცებთან არასდროს უთამაშია. ნონა გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვდა. მორიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.