ნეთანიაჰუ და ზელენსკი დღეს ტრამპს შეხვდებიან

15:12, 28.07.2026

უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მისი გუნდის წარმომადგენლებს შეხვდება. აშშ-შია ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც. როგორც ცნობილია, შეხვედრა მასსა და ტრამპს შორისაც გაიმართება. საუბრის მთავარი თემა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები იქნება. ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ში ვიზიტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა ვაშინგტონში. დემონსტრაცია პალესტინელთა მხარდამჭერი აქტივისტების მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეებს ხელში პალესტინის დროშები ეჭირათ და აშშ-ის მთავრობისგან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას – ნეთანიაჰუს დაკავებას ითხოვდნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს აშშ-ში ყოფნისას დაკავების საფრთხე არ ემუქრება. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ამერიკაში დღეს სენატორ ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩადიან.

მსგავსი