ნეპალში მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა

15:22, 28.08.2026

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 500-ს აღწევს, დაშავებულია 1 545 ადამიანი. სტიქიის შედეგად 1 300-ზე მეტი პირი დაკარგულად ითვლება, მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. ინდოეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ნეპალში, სულ მცირე, ინდოეთის 288 მოქალაქის ადგილსამყოფელი, ამ დრომდე უცნობია. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნეპალში დაკარგულად ითვლება ჩინეთის 100 მოქალაქე. დაკარგული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია, ასევე გაავრცელეს დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, ავსტრალიამ, კანადამ, უკრაინამ, სამხრეთ კორეამ, რუსეთმა, გერმანიამ და იაპონიამ. ნეპალში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება გაერო-ს გენერალური მდივანიც. ანტონიუ გუტერეშმა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ გაერო ნეპალს დაეხმარება.

მსგავსი