ნეონაცისტური ძალადობრივი დაჯგუფების წევრების დაკავება

21:07, 30.03.2026

ძალადობა ბასრი და ბლაგვი საგნებით, ხელკეტებით და ე.წ. კასტეტებით – ბოლო სამ თვეში უკვე მეორედ გახსნილად ცხადდება ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივი დაჯგუფებების მიერ ჩადენილი დანაშაულები.

საგამოძიებო მასალების მიხედვით, 13-ვე დაკავებული სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერია. მათ სხვადასხვა ასაკის ადამიანებზე განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობაში ედებათ ბრალი. თუ გამოძიებას დავეყრდნობით, წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხდებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც დაკავებულთა იდეოლოგიას არ ეთანხმებოდნენ. სასტიკ ძალადობას ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა გზით ავრცელებდნენ. ბრალდებულებს შორის ფიგურირებენ არასრულწლოვნებიც. მსხვერპლ პირებს ძარცვავდნენ კიდეც და მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ.

შეგახსენებთ, რომ სასტიკი მოქმედების იმავე ხელწერასა და მეთოდებზეა საუბარი ორი თვის წინ დაკავებული 24 პირის საქმეშიც. ირკვევა, რომ მაშინ და ახლა დაკავებულებს შორის გარკვეული კავშირები იკვეთება. ძალადობისთვის წინასწარ შერჩეული ადგილები თბილისის სხვადასხვა უბანში და არაერთი დაზარალებული: საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ვიდეომასალა მძიმედ საყურებელია, ამიტომ გთხოვთ, არასრულწლოვნები ეკრანს მოარიდოთ.

მსგავსი