ნეონაცისტური დაჯგუფებების წევრების სასამართლო პროცესები

18:32, 31.03.2026

ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს, საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარემ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა, დაცვის მხარემ კი – გირაოს შეფარდება მოითხოვა. დღეს, სასამართლო ამავე საქმეზე დაკავებულ კიდევ 12ი პირის საქმეს განიხილავს.  შეგახსენებთ, გამოძიებით დადგინდა, რომ „ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები, თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მათთვის მიუღებელი ცხოვრების წესის და ეროვნების მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ, ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას. აღნიშნული დაჯგუფების წევრები მათგან განსხვავებული შეხედულებების და ეროვნების მქონე პირთა გამოვლენის და დასჯის მიზნით, შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ. ხშირ შემთხვევაში, ძალადობის ვიდეო გადაღებას აწარმოებდნენ და ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ავრცელებდნენ. რიგ შემთხვევაში კი მსხვერპლებს პირად ნივთებს ართმევდნენ და თანხას სძალავდნენ.

მსგავსი