„პუტინი არის ლაჩარი, რომელიც ბავშვებთან და მშვიდობიან მოსახლეობასთან ომობს,“ – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ, ტელეკომპანია MSNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. „პუტინი ლაჩარია. ის მშვიდობიან მოსახლეობასთან ომობს. ის ბავშვებს ებრძვის და მათ ომის იარაღად იყენებს“, – აღნიშნა პელოსიმ.
მისივე თქმით, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად უნდა აღიარონ. „თუ რუსეთი ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში არაა, შეგიძლიათ, დახიოთ ეს სია. ბირთვული ქვეყანა მეზობელს ესხმის თავს და მისი ლიდერი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება. ქვეყნის პრეზიდენტი ჯარისკაცებს სისასტიკისკენ, ბავშვებისა და ქალების გაუპატიურებისკენ აქეზებს. ძალადობის ეს აქტები ცივილიზებული ადამიანური ქცევის ზღვარს მიღმაა. ამიტომ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში უნდა იყოს და იმედი მაქვს, ეს ასეც იქნება“, – თქვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.