„ნეიტრალურმა საქართველომ“ ახალგაზრდული ორგანიზაცია დააფუძნა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ ახალგაზრდული ორგანიზაცია დააფუძნა. ღონისძიება ამ წუთებში მიმდინარეობს და მას ახალგაზრდები როგორც დედაქალაქიდან, ისე რეგიონებიდან ესწრებიან. პარტიის ლიდერების განცხადებით, ახალი პლატფორმა სწორედ ახალგაზრდების ინტერესებზე, საჭიროებებსა და ეროვნულ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული, რათა მათ იდეებისა და ხედვების რეალიზება შეძლონ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მნიშვნელობასაც.