პოლიტიკურმა პარტიამ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ბრიფინგი გამართა. როგორც „ნეიტრალურ საქართველოში“ აცხადებენ, უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, უკიდურესად არარელევანტურია ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბარი და მთლიანად ილუზიებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის უსასრულოდ გაგრძელებაა.
როგორც ნეიტრალურ საქართველოში აცხადებენ, ნარატივი, რომელიც გულისხმობს ნეიტრალიტეტის იდეას, როგორც რუსეთის წინაშე კაპიტულაციას, ცრუა და სამწუხაროა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ხელს უშლის საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის იდეის სწორად აღქმას.