„ნეიტრალური საქართველოს“ განცხადება

15:11, 27.10.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს დადებითად აფასებს „ნეიტრალური საქართველო“. როგორც პარტიის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, „მიმდინარე პროცესი ჯანსაღი კონკურენციისთვის აუცილებელი პირობაა“. პარტიაში აცხადებენ, რომ სარჩელის განხილვის პარალელურად, მოპასუხე მხარე ცდილობს გაავრცელოს მოსაზრება, რომ მათი აკრძალვით ქვეყანაში ერთპარტიული სისტემა ჩამოყალიბდება, რაც სიცრუეა. მათივე თქმით, აუცილებელია გაივლოს მკაფიო ზღვარი კონსტიტუციით დაცულ პოლიტიკურ საქმიანობასა და იმ ქმედებებს შორის, რომელიც მიმართულია კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ.

მსგავსი