პარტია „ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ურთიერთობა და კომუნიკაცია გაწყვიტოს იმ ქვეყნის ელჩებთან, როლებიც საქართველოს საზიანოდ მოქმედებენ. მათი განცხადებით, ბოლო პერიოდში სხვადასხვა დიპლომატების მხრიდან გაკეთებული განცხადებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ისინი გლობალური ომის პარტიის მითითებით მოქმედებენ. „ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებით, ელჩების გარკვეული ნაწილი ერთი სტრატეგიით მოქმედებს.