ნედ პრაისის განცხადება - გამოხმაურება

საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, მათ შორის ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციით უნდა გაეწიოს.