ნედ პრაისის განცხადება

„ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს ღია კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. გარე ძალას არ უნდა შეეძლოს ვეტო დაადოს ამ პროცესს, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გააკეთა, რომელმაც ბრიფინგზე საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

ნედ პრაისის თქმით, ასპირანტმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს​ კონკრეტული მოთხოვნები, გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას კი ალიანსი იღებს. „საქართველო უკვე არის ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი და შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან პარტნიორობას მის მისწრაფებებთან და ამბიციებთან დაკავშირებით, – განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.